Главная » Новости » Культура и спорт

“საბას” ნომინანტები კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრობენ

1 июля 2010 Распечатать Распечатать Нет комментариев

4 ივლისს, 22:00 საათზე, თიბისი ბანკში ლიტერატურულ კონკურს “საბას” მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. “საბას” პრიზსა და ფულად პრემიებს 2009 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები მიიღებენ. კონკურსის ჟიურიმ “საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 39 საუკეთესო მოხვდა. “საბას” ერთ-ერთი კონკურსანტის, ბელა ჩეკურიშვილის განცხადებით, ასეთი კონკურსები საქართველოში ლიტერატურულ პროცესების განვითარებას ძალიან წაადგება. “საბას” ტიპის კონკურსები საქართველოში ლიტერატურულ პროცესების განვითარებას ძალიან წაადგება. ასეთი კონკურსი კარგია, როგორც ღვაწლმოსილი, ასევე ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებითი განვითარებისთვის. ამიტომ “საბას” ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებლებს მადლობა უნდა გადავუხადოთ”, – განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” “საბას” კონკურსანტმა ბელა ჩეკურიშვილმა. “საბას” კონკურსანტის, ირმა ტაველიძის განცახდებით, ასეთი კონკურსი საქართველოში ლიტერატურის განვითარების კუთხით პოზიტიური მოვლენაა. “კონკურსი “საბა” საქართველოში ლიტერატურის განვითარების კუთხით პოზიტიური მოვლენაა. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის კონკურისის ჩატარებას მივესალმები”, – “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აღნიშნა “საბას” კონკურსანტმა ირმა ტაველიძემ. კონკურსანტ დიანა ანფიმიადის შეფასებით, ლიტერატურულმა კონკურსმა “საბამ” საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარების მიმართულებით დამატებით განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, რადგან სხვა ასეთი პრესტიჟული კონკურსი არ არსებობს. “საბა” კარგია იმიტომ, რომ აშუქებს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს – რა დაიწერა, რა გამოიცა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ანფიმიადიმ. კონკურსანტ ქეთი ნინიძის შეფასებით, “საბა” ძალიან მნიშვნელოვანი კონკურისა, რადგან სხვა ლიტერატურულ კონკურსებთან შედარებით უკვე დიდი ხანი არსებობს და, შესაბამისად, გამოცდილებაც მეტი აქვს. “ამასთან, ყოველთვის ძალიან კვალიფიციური ჟიური მუშაობს და ყოველთვის ხარისხიანი პროდუქცია იმარჯვებს”, – აღნიშნა ნინიძემ. “თი ბი სი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ძირკველიშვილის განცხადებით კი, “საბამ” გაამართლა, რადგან ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართულ ლიტერატურაში. “ამას ადასტურებენ იმ გამომცემლობების წარმომადგენლები, რომელბიც აცხადებენ, რომ “საბა” მათ ეხმარებათ თავიანთი წიგნების პოპულარიზაციასა და გაყიდვაში, განსაკუთრებით იმ ნაწარმოებების, რომლებიც კონკურსში იმარჯვებენ. მნიშვნელოვანია მწერლებისთვისაც, რადგან გამარჯვებული ავტორები ფულად პრემიებს იღებენ, რაც მათი წახალისების საუკეთესო საშუალებაა”, – აღნიშნა “თი-ბი-სი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ძირკველიშვილმა. “საბას” წლევანდელი ფინალისტების სია: წლის საუკეთესო პოეტური კრებული: 1. ლია სტურუა – “ზღვა დაკეტილია” (”სიესტა”), 2. დიანა ანფიმიადი – “კონსპექტური მითოლოგია” (”საუნჯე”), 3. ზაზა ბიბილაშვილი – “ჩემი მდოგვის მარცვალი” (”ინტელექტი”), 4. ზვიად რატიანი – “ნეგატივი” (”დიოგენე”); 5. ბელა ჩეკურიშვილი – “ღია ბარათები” (”მერიდიან”), წლის საუკეთესო პროზაული კრებული: 1. ბესო ხვედელიძე – “თაგვის გემო” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 2. ზურაბ ლეჟავა – “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 3. კოტე ჯანდიერი – “კონკიას ღამე” (”დიოგენე”), 4. რეზო თაბუკაშვილი – “მზეო, არ ამოხვიდე” (”საარი”; წლის საუკეთესო რომანი: 1. ზაზა ბურჭულაძე – “ADIBAS” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 2. ლაშა ბუღაძე – “ლიტერატურული ექსპრესი” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 3. ნაირა გელაშვილი – “პირველი 2 წრე” (”კავკასიური სახლი”), 4. ნაირა გელაშვილი – “ჩვენი გრძელი ამბავი” (”კავკასიური სახლი”), 5. აკა მორჩილაძე – “მამლუქი” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”); წლის საუკეთესო დებიუტი: 1. ირაკლი ქასრაშვილი – “სოკრატე” (”შემეცნება”), 2. რატი რატიანი – “შიშველი მეფე” (”ლოგოს პრესი”), 3. ქეთი ნინიძე – “მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია” (”ინტელექტი”), 4. მაკა ლდოკონენი – “ქიშმიშიანი ამბები” (”დიოგენე”); წლის საუკეთესო პიესა: 1. ირაკლი სამსონაძე – “საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში” (ჟურნ. “გრაალი”, 2009), 2. თამარ ბართაია – “მთავარი როლი” (”დიოგენე”); წლის საუკეთესო თარგმანი: 1. ორჰან ფამუქი – “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”, ნანა ჯანაშია (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 2. მიგელ დე უნამუნო – “ესსეები”, მერი ტიტვინიძე (”სიესტა”), 3. თანამედროვე არაბული პროზის მცირე ანთოლოგია – “ღიმილი წყლის ბაგეზე” იზოლდა გრძელიძე (”უნივერსალი”), 4. გაიუს ვალერიუს კატულუსი – “ლექსების წიგნი”, მანანა ღარიბაშვილი (”ლოგოსი”), 5. მიშელ უელბეკი – “პლატფორმა”, ირმა ტაველიძე (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 6. ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”, თინათინ ქიქოძე, ია ბერსენაძე, გიორგი ეკიზაშვილი (”აგორა”), 7. მირჩა ელიადე – “მითის ასპექტები”, მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე (”ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა”), 8. გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია – მთარგმნელთა ჯგუფი (”თბილისი”), 9. ბაჰრამ სადეყი – “სასუფეველი”, მზია ბურჯანაძე (”ნეკერი”), 10. ბორის ვიანი – “გულსაგლეჯი”, პაატა ჯავახიშვილი (”დიოგენე”), 11. ფირდოუსი – “მეფე ხოსროვ ფარვიზი”, ბელა შალვაშვილი (”ნეკერი”); წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: 1. დავით ქართველიშვილი – “პროზისა და საკუთარი თავის შესახებ” (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”), 2. ზურაბ ქარუმიძე – “ჯაზის ცხოვრება” (”სიესტა”), 3. მაკა ჯოხაძე – “სამოთხე უსიყვარულოდ” (”ინტელექტი”), 4. ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული – “აღათო” (”უნივერსალი”), 5. ზურაბ აბაშიძე – “ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა” (”საარი”), 6. ზაზა აბზიანიძე – “ლიტერატურული პორტრეტები” (”ბაკმი”), 7. მირიან ებანოიძე – “კლასიკის კვლევა არაკლასიკურ ეპოქაში” (საგამომც. სახლი “ქუთაისი”), 8. პორფირე – “თერიონის ვარდი” (”უნივერსალი”). ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. მისი დამაარსებლები არიან თიბისი ბანკი, გაზეთი “24 საათი” და ქართული პენ-კლუბი. პრემიის მიზანია წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა 8 ნომინაციის მიხედვით. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს. 5-კაციანი ჟიური განიხილავს საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს და უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ხოლო იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური სრულიად განახლებული შემადგენლობით წარდგება და საზოგადოება მათ ვინაობას, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალზე შეიტყობს.

GHN

Оставить комментарий или два

Добавьте свой комментарий или трэкбэк . Вы также можете подписаться на комментарии по RSS.

Будте вежливы. Не ругайтесь. Оффтоп тоже не приветствуем. Спам убивается моментально.

Вы можете использовать эти тэги:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>