Главная » Новости » Культура и спорт

საოპერო სპექტაკლებს იტალიელი დირიჟორი წარუძღვება

2 июля 2010 Распечатать Распечатать Нет комментариев

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ჯუზეპე ვერდის სამ ოპერას ააჟღერებს. საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება _ 12 ივლისს “ტრუბადური”, 19-ში “ატილა”, 25 ივლისს კი “რიგოლეტო”. სპექტაკლებს წარუძღვება ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო. “ტრუბადურში” მანრიკოს განასახიერებს ასევე ცნობილი ახალგაზრდა ამერიკელი ტენორი მარკ ჰელერი. ქართველმა მსმენელმა ჯანლუკა მარჩიანოს და მარკ ჰელერის ხელოვნება წლეულს მარტში ლადო ათანელის საქველმოქმედო ფონდის „თანადგომის” კონცერტზე გაიცნო. ამჯერად ჩვენს მელომანებს კვლავაც ეძლევათ ამ შესანიშნავ მუსიკოსებთან შეხვედრის შანსი. ოპერების საკონცერტო ვერსიებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი, სოლისტები და აღნიშნული სტუმრები შესრულებენ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. 127). დასაწყისი 19 საათზე. ეწვიეთ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს, მოისმინეთ ვერდის ოპერები და ისიამოვნეთ.

GHN

Оставить комментарий или два

Добавьте свой комментарий или трэкбэк . Вы также можете подписаться на комментарии по RSS.

Будте вежливы. Не ругайтесь. Оффтоп тоже не приветствуем. Спам убивается моментально.

Вы можете использовать эти тэги:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>