Главная » Лазаре Info » Статьи

Российская агрессия вчера, сегодня и… завтра

18 февраля 2010 Распечатать Распечатать Один комментарий

gaga gvenetadzeГага Гвенетадзе никогда не жил в СССР и по рассказам старших имел весьма отдалённое представление об этой стране. Он слышал о дружбе грузинского и русского народов. Его родители называли соседнюю страну «Большим братом». Предлагаем нашему читателю впечатления юного сухумчанина, испытавшего на себе  прелесть «любви большого брата».  (Читайте текст на грузинском языке).

ჩემი თვალით დანახული რუსეთის აგრესია

ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ორიათასწლიანი ისტორია სისხლით იწერებოდა. ბრძოლებით სავსე წარსულმა კვლავ ბრძოლა გვიანდერძა

„მისთვის რქმევია ქართველს ქართველი

რომ მისი ხვედრი ბრძოლა ყოფილა ,

არვინ ყოლია ხელგამმართველი ,

მაგრამ მტრის მონად არ დამხობილა.“

საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლები საქართველო-რუსეთის ურთიერთობით იწყება და ხანგრძლივი ჩაგვრის და დაპყრობის ისტორიას გვიამბობს. საქართველოში იწყება აჯანყებები, განმათავისუფლებელი მოძრაობები და ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება.

1993 წელი … ეს წელი ჩემი მშობლებისათვის ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მათ შეეძინათ პირველი შვილი. დიახ, მე დავიბადე მაშინ, როდესაც საქართველოში ომი მიმდინარეობდა და სწორედ ამიტომ ისეთ სიხარულს, რომელსაც პირველი შვილის დაბადება ჰქვია, აფერმკრთალებდა ცნობა სოხუმის დაცემის შესახებ. დროებით დავკარგეთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, აფხაზეთი, სადაც ზაფხულის არდადეგებზე უნდა დამესვენა. მაგრამ უკვე თექვსმეტი წლისა ვარ და ჯერ კიდევ არ მინახავს ჩემი მშობლიური მხარე.

სოხუმი … ჩემს ფიქრებში მიწიერ სამოთხედ აღიქმება, რადგან მშობლები მას ლამაზ, ხალისიან ფერებში მიხატავენ. როცა სოხუმისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, უსუსური, უმწეო ბავშვი ვიყავი და ჩემს ირგვლივ ხალხთაგან ბევრჯერ მსმენია, რომ ისინიც მე დამემსგავსნენ და ჩემსავით უსუსურნი გახდნენ. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლებოდა ზრდასრული ადამიანი ჩვილ ბავშვს დამსგავსებოდა და ცნობისმოყვარეობა „დამიკმაყოფილდა“, როდესაც  2008  წლის, 8 აგვისტოს რუსებმა დაბომბეს საქარველოს ერთ-ერთი ქალაქი, სენაკი. იმ დროს მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, დავინახე და გავიგონე უამრავი ადამიანის სასოწარკვეთილი სახე და განწირული კივილი, რომელიც მართლაც რომ  ჩვილი ბავშვის ბუნებრივ რეაქციას გავს. ომი ნებისმიერ ადამიანს უმწეო ბავშვად აქცევს. გული მტკიოდა, როცა ვხედავდი რუსეთის აგრესია როგორ ანადგურებდა ჩემი თაობის ლამაზ ოცნებებს, როგორ გვაცლიდა ფეხქვეშ მიწას და ჩვენს ლაღ და უზრუნველ ცხოვრებას ფრთებს უკვეცავდა. თითქოს მზე იბურებოდა, სული იწვოდა, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა აჩრდილები გაჰკიოდნენ : – არ დაუთმოთ !  არ გაწიროთ ! დაიცავით !

… და მართლაც არ დავუთმეთ. რუსეთ-საქართველოს ომმა შესძრა მთელი მსოფლიო. ყველა აღიარებდა რუსეთის აგრესიას საქართველოზე.

რუსეთის აგრესიამ ჩვენ, ახალგაზრდებს, ძალა მოგვცა, გამოგვაფხიზლა და რწმენა შეგვმატა :

„ჩემო კარგო ქვეყანავ,რაზედ მოგიწყენია!…

აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია.“

თამამად ვიტყვი, რომ იმ ქვეყნიდან  ვარ, სადაც ბრძოლას არ წყვეტენ, არ ნებდებიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან. მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილი ვარ და მჯერა რუსეთი თავის დათესილს თვითონვე მოიმკის.

„ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითაცა წარწყმიდენ.“

Один комментарий »

  • пишет:

    маленькая украинская сестра тоже хотела б почитать, но пока что ваши красивенькие буковки перевести не может…

Оставить комментарий или два

Добавьте свой комментарий или трэкбэк . Вы также можете подписаться на комментарии по RSS.

Будте вежливы. Не ругайтесь. Оффтоп тоже не приветствуем. Спам убивается моментально.

Вы можете использовать эти тэги:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>